მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს ფორუმზე
უსაფრთხების მზარდ გამოწვევებზე და ამ პროცესში საქართველოს გამოცდილებაზე საუბრისთვის გამოიყენა საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმა.
ვენაში ეუთო-ს უსაფრთხოების ფორუმი მიმდინარეობს, რომლის მიმართ თბილისიდან ინტერესი გაორმაგებულია. საფრანგეთის შემდეგ ფორუმის თავმჯდომარეობა სექტემბრამდე საქართველომ გადმოიბარა. მაკა ბოჭორიშვილმა მიმართვის დროს ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე, ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, სუვერენიტეტის რღვევის და ქვეყნებს შორის ნდობის შემცირების შედეგებზე და იმ მიმართულებებზე, რომელთა გაძლიერება ფორუმის თავმჯდომარეობის დროს პრიორიტეტული იქნება. აქცენტირებული იყო კონსტრუქციული ჩართულობის და ეუთო-ს მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის განსამტკიცებლად მისაღები ზომების მნიშვნელობა. გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ ამჯერად ვენის ფორუმიდან საქართველომ 2027 წლიდან ეუთო-ს თავმჯდომარეობის სურვილი და მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ითხოვა.
„მოამბე“ ვენიდან – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.