მაიკლ კარპენტერის განცხადება

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის „პენ ბაიდენის ცენტრის” მმართველი დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი. კარპენტერი განცხადებას „ტვიტერში“ ავრცელებს. „როდესაც საქმე ეხება საქართველოს, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – წერს მაიკლ კარპენტერი „ტვიეტრში“.

მოამბე