მაიკ პომპეოს ვიზიტი - ოპოზიციის მდუმარე აქცია

მაღალი რანგის სტუმარს მდუმარე აქციით ხვდება ოპოზიცია, რომელთანაც მაიკ პომპეოს შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ორმეტრიანი დისტანციით ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებენ. მათი თქმით, ისინი მდუმარე აქციით ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ.