მაიკ პენსი: არჩევნებში ჩარევის მცდელობაში მონაწილეთა წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია

არჩევნებში ჩარევის მცდელობაში მონაწილეთა წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია,– ეს განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა  გააკეთა.

აშშ- ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად თანამშრომლობს სპეცპროკურორ მიულერთან და ეს ასე გაგრძელდება. არ არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან ერთად ერეოდა აშშ-ის საარჩევნო პროცესში,– განაცხადა მაიკ პენსმა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ აშშ-მა მიიღოს ზომები იმ ფიზიკური პირების წინააღმდეგ, ვინც დემოკრატიულ პროცესში ერეოდა.

აშშ-ის ხელისუფლებამ პარასკევს რუსეთის 13 მოქალაქეს 2016 წლის არჩევნებში ჩარევისთვის ბრალი წაუყენა.