მაია ოთინაშვილის დაკავების საქმე

ქართველი იურისტები ოკუპირებულ ცხინვალში დატყვევებული მაია ოთინაშვილის საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე ადვოკატებმა ის მიმართვა წაიკითხეს, რომელიც აშშ-ს კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს, გაეროსა და დიპლომატიურ კორპუსებს გაუგზავნეს.  განცხადებაში  ნათქვამია, საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს სამშვიდობო ეფექტური ფორმატი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან სამომავლოდ მსგავს დანაშაულებებს აღკვეთს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, აამოქმედონ ყველა პოლიტიკური მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი მაია

ოთინაშვილი.