მაია ცქიტიშვილმა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი

15:30, 27.04.2019

ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ასევე, დიალოგის თემები იყო რეგულარული ავიარეისების მიმართულებით ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა და ორი ქვეყნის ტურისტული და ბიზნესპოტენციალის გააქტიურება. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს, ჩინეთისა და „აბრეშუმის გზის“ სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის, აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას.

მსგავსი