მაღაროელთა პროტესტი

პროტესტის 25-ე დღე.

ჭიათურის პარალელურად მაღაროელები აქციებს დედაქალაქშიც გეგმავენ. დღეს პროტესტის ეპიცენტრი მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია იყო, საიდანაც აქციის მონაწილეები მსვლელობით კოსტავას 68 ნომერში, პირველი არხის ძველ შენობასთან მივიდნენ. მოთხოვნაა კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან სამი თვის განმავლობაში გაუცემელი ხელფასების ანაზღაურება, წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენა, საწარმოების სახელმწიფოსთვის გადაცემა და „ჯორჯიან მანგანეზის“ რაიონიდან გასვლაა. პროტესტი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ცოტა ხნის წინ მმართველმა კომპანიამ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ფინანსური სირთულეების მოტივით მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოში გაკოტრების პროცედურა დაიწყო. სწორედ ამ კომპანიას გადააბარა „ჯორჯიან მანგანეზმაერთი წლის წინ საწარმოების მართვა. მაღაროელებს პრეტენზია აქვს პროფკავშირებთანაც, რომელიც პროცესში შუამავლად არის ჩართული.

ხატია ჯამალაშვილმა მოისმინა თბილისში ჩამოსული მაღაროელების პოზიციები.