ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი დასრულდა.
გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს კი – 4 წელი და 3 თვე მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა გამოაცხადა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების ოჯახის წევრები და კოლეგები იმყოფებიან, რომლებიც გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება.