მაღაროელების სასამართლო პროცესი  

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი გადაიდო.

თანამებრძოლების მხარდასაჭერად ქუთაისში ჭიათურიდან მაღაროელები ჩამოვიდნენ, ისინი იმედოვნებენ, რომ მოწმეების დაკითხვა გამოძიებაში მეტ სიცხადეს შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან.

მომდევნო პროცესი 4 სექტემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.