ჭიათურაში უკვე 73 დღეა აქციები მიმდინარეობს.
ხუთი მაღაროელი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. მაღაროელების ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანისგან“ კუთვნილი ხელფასის 60%-ის ანაზღაურებას და დამსაქმებელი კომპანიის რაიონიდან გასვლას მოითხოვენ. კიდევ ერთი მოთხოვნაა იმ ოთხი მაღაროელის გათავისუფლება, რომლებიც შუქრუთის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელზე ფიზიკური თავდასხმის ბრალდებით ორი კვირის წინ დააკავეს. აქციების მონაწილეები არ ენდობიან „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ გეგმას, რომელიც მანგანუმის მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოების განახლებას გულისხმობს. უნდობლობას იწვევს კომპანიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესიც, რომლის მიხედვით თანამშრომლები სასურველი პოზიციების დასაკავებლად მენეჯმენტს განაცხადებით ხელახლა მიმართავენ და გასაუბრების პროცესს გადიან. როგოროც ცნობილია ახალ შეთანხმებას ხელი უკვე 2000-ზე მეტმა მაღაროელმა მოაწრა. კომპანია მანგანეზის მოპოვებას და მაღაროების ამუშავებას მაისის ბოლოდან გეგმავს.