ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება. მათი ნაწილის განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები ცრუ დაპირებებით აიძულებენ ხელი მოაწერინონ განცხადებაზე, რომლითაც თანამშრომლები სამსახურს დაკარგავენ. მაღაროელები მოუწოდებენ კომპანიაში დასაქმებულებს, არ მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რომელიც მათ წინააღმდეგაა მიმართული.
შეგახსენებთ, კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოების განახლებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, დასაქმებულები სამუშაოდ დაბრუნებას მას შემდეგ გეგმავენ, რაც კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ობიექტური გამოძიება ჩატარდება. მაღაროელები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.