მაღალი ხარისხის მედიკამენტების წარმოების უზრუნველყოფისთვის მოქალაქეების გადამზადება იწყება

15:36, 02.03.2018

მაღალი ხარისხის მედიკამენტების წარმოების უზრუნველყოფისთვის მოქალაქეების გადამზადება იწყება. კურსის გასავლელად 8 პირი შეირჩევა. რეგულირების სააგენტომ შესაბამისი ვაკანსია უკვე გამოაცხადა.

სპეციალური კრიტერიუმით შერჩეული მოქალაქეები ჯი-ემ-პი ინსპექტორის პოზიციის დასაკავებლად საზღვარგარეთ გადამზადდებიან. დაინტერესებულმა პირებმა საიტის  – ჯობს.ჯის მეშვეობით განაცხადი და თანდართული დოკუმენტები 10 მარტამდე უნდა გააგზავნონ.

მსგავსი