„მაგდანას ლურჯას“ პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში
პირველად ქართული თეატრის ისტორიაში – ეკატერინე გაბაშვილის ცნობილი ნაწარმოები, „მაგდანას ლურჯა“ სცენაზე პირველად დაიდგმება. მოზარდმაყურებელთა თეატრში საპრემიერო სამზადისია. სპექტაკლი მწერლის იუბილეს მიეძღვნება.
ამბავი ღარიბ ქალსა და მის ოთხ შვილზე, რომელთაც მძიმე დროს, მხსნელად სახედარი ევლინება – „მაგდანას ლურჯა“ მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე 28 და 29 ნოემბერს იქნება წარმოდგენილი.