მადლობის წერილები წვევამდელთა ოჯახებს

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ. ამ ეტაპზე წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში რვათვიანი ვადით ნებაყოფლობით მსახურობენ.

თავდაცვის ახალი კოდექსით, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სამხედრო სამსახურში 6, 8 ან 11-თვიანი ვადით იმსახურონ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სახელფასო ანაზღაურება 30%-იანი დანამატით არის გათვალისწინებული.