მადლობის წერილები წვევამდელების ოჯახებს
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. სიგელით დაჯილდოვდა ახალციხის ნომერ მეხუთე საჯარო სკოლაც, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა. ღონისძიება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ახალციხის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის დასასრულს, რეკტუტირების სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.