წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ვიცეპრეზიდენტმა მიღება გამართა. ღონისძიება ნათია ლოლაძის პოსტზე დანიშვნას მიეძღვნა. მიღების ბოლოს მადლობის სიგელები გადაეცა კომპანიებს, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მოცულობითი დონაცია გაიღეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. შედეგად, უკრაინის წითელ ჯვარს ფულადი სახით სამ მილიონ ლარზე მეტი გადაერიცხა, ხოლო 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.
უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გადაეცა.