„მადლიერების კედლის“ გახსნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში „მადლიერების კედელი“ გაიხსნა. ვიზიტორები ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის კედელზე საგანგებოდ დამონტაჟებულ მონიტორზე წაიკითხავენ ცნობებს იმ ადამიანთა შესახებ, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ენის, კულტურის, საბუნებისმეტყველო დარგების, ლიტერატურისა და არქიტექტურის განვითარებაში. ჩამონათვალში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.