მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

პარტია „ერთიანი საქართველო“ აგრძელებს რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას.

დღეს პარტიის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველს ქარელში შეხვდა და  ქარელისა და ხაშურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალექსი ჩხიკვაძე წარუდგინა. ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში ოკუპაციის პროცესის შეჩერებას დაპირდა.