მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, გურჯაანში მხარდამჭერებს შეხვდა და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე, ვენახის მოვლასა და ყურძნის ფასზე, რაც ადგილობრივებს აწუხებთ, მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ სამომავლო ეკონომიკური და სოციალური ხედვა გააცნეს. მასალა პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.