მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა 

მაშინ, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია არსებულ შერეულ საარჩევნო მოდელზე ვერ თანხმდებიან, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის ინიცირება იგეგმება.

იდეა „ქართული ოცნების“ იმ მაჟორიტარ დეპუტატებს ეკუთვნით, რომლებმაც 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტს 14 ნოემბერს მხარი არ დაუჭირეს. მაჟორიტარებს სურთ, რომ 2020 წლის შემდეგ პარლამენტი მთლიანად მაჟორიტარული სისტემით დაკომპლექტდეს და ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო ამოქმედდეს. თუმცა იმისთვის, რომ წინადადება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტად იქცეს, მინიმუმ 200 000 ხელმოწერაა საჭირო. მაჟორიტარი დეპუტატების გეგმას საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობაც ემიჯნება.

მწვავეა ოპოზიციის ლიდერთა რეაქციები.

თეონა მანაგაძე არკვევდა, აქვს თუ არა მაჟორიტართა გეგმას რაიმე პერსპექტივა.