მაჟორიტარების ინიციატივა

მიუხედავად მმართველი გუნდის გადაწყვტილებისა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, მაჟორიტარები საკუთარ ინიციატივაზე მუშაობას განაგრძობენ და სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად კანონპროექტს შემდეგ კვირას დაარეგისტრირებენ.

მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ დაუჭირეს, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან მხარს უჭერდა, თუმცა მმართველ გუნდში შეთანხმება ვერ შედგა. მათიკაშვილი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების აზრს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ შერეული სისტემა, რომლითაც 2020 წლის არჩევნები ჩატარდება, დემოკრატიულ სტანდარტებთან თავსებადია.