ლუკა კურტანიძის სასამართლო პროცესი, გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ გაიმართება. ვეტერან სპორტსმენსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ოჯახურ ძალადობაში და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ედება ბრალი. ბრალდებულის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ კურტანიძემ მასზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სხეულის დაზიანებები და ტვინის შერყევა მიიღო. კონფლიქტის ამსახველი კადრები გუშინ ხათუნა მიქაცაძემ გაავრცელა. დაკავებულის ყოფილი მეუღლე ადვოკატთან ერთად ჩვენების მისაცემად დღეს ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. მიქაცაძის თქმით, მას განცდა ჰქონდა, რომ კურტანიძეს მფარველობდნენ, რის გამოც გუშინ ვიდეომასალა თავად გაავრცელა. ბრალდებულის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა გამომძიებელთან დაკავშირებით. მიქაცაძის განმარტებით, მას გამომძიებელ სალომე ცეცხლაძესთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
თავად ელდარ კურტანიძის ადვოკატი მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ხათუნა მიქაცაძე კურტანიძის სახლში თავად მივიდა.