ლუგანსკში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ლუგანსკში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია და ნანგრევებიდან ყველა ცხედარი ამოყვანილია. თავდასხმის დროს დაღუპულთა პატივსაცემად 24 და 25 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა. როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა და მას ტერაქტი უწოდა.