ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა და თბილისის მერიის პროექტი
ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა მიზანშეწონილი არ არის – ასეთია გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი.
კომპანია ICP-ს დასკვნის მიხედვით, რომელიც ნაგავსაყრელის ალტერნატიული ადგილზე გადატანის მიზნით, 12 ლოკაციას იკვლევდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმისა და გაფართოების პოტენციალის გათვალისწინებით, უპირატესობა მაინც არსებულ ნაგავსაყრელს მიენიჭა. შედეგად ლოკაცია არ შეიცვლება, თუმცა მერია ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიას წლებია აპროტესტებს, პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას ჰპირდება.
რამდენ ეტაპიანია გეგმა, რომელმაც ლილოს ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს – დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ნახეთ მაკა არჩევნიშვილის სიუჟეტში.