ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის მიერ ევროპარლამენტში დებატებისას გაკეთებულ განცხადებას – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დასანქცირების შესახებ ლიეტუვის საელჩო გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია: „გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე. ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით. ლიეტუვა გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობათა ისტორიულ ფანჯარას ევროკავშირის გაფართოების განახლებული ძალებით გააქტიურებული პროცესისთვის, განახორციელებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას და შეძლებს სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.