ლიეტუვა-საქართველოს ერთობლივი ფორუმი

ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ლიეტუვა-საქართველოს ერთობლივ მუნიციპალურ ფორუმს მასპინძლობს.

შეხვედრის მიზანი, მუნიციპალურ სფეროებში ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და წარმატებული გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებაა.

საქართველოში ლიეტუვის ორი ქალაქის, ბირშტონასისა და აკმენეს მერები არიან ჩამოსული, რომლებიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას და ხედვებს აცნობენ.

შეხვედრას ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.