19 იანვარს ბერლინში ლიბიის კრიზისის მოგვარების მიზნით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. კონფერენციაზე მიწვეულია ლიბიის კონფლიქტის ორივე დაპირისპირებული მხარე.
ბერლინის საერთაშორისო კონფერენციას წინ უძღვოდა რუსეთში გამართული მოლაპარაკებები, სადაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ლიბიაში არსებული კრიზისის მოგვარებას ახლა ბერლინის კონფერენციაზე ეცდებიან.
დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.