ლიბიაში მყოფი მეზღვაურების ნათესავების მოთხოვნა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურის ოჯახის წევრებს შეხვდა. ფრიდონ ტაკიძის განცხადებით, მან მიიღო დაპირება, რომ მეზღვაურების უსაფრთხოება დაცული იქნება.

ლიბიაში მყოფი მეზღვაურების ნათესავები გამოძიების დაჩქარებას და ოფიციალური თბილისის დახმარებას ითხოვენ.

შეხვედრამდე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ფრიდონ ტაკიძემ, მისმა ახლობლებმა და „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს.