„ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ცოტნე დადიანის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა სამართალდამცველები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მედიასთან არ აზუსტებენ, წაღებულია თუ არა ბანკიდან თანხა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ,  24 საათის განმავლობაში „ლიბერთი ბანკის“ ოფისის დაყაჩაღების ეს უკვე მეორე ფაქტია. გუშინ, გვიან ღამით მძარცველები იარაღის მუქარით ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ფილიალშიც შეიჭრნენ და თანხა გაიტაცეს.