ლევილის ქართული ფესტივალი

საჩუქარი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის.

ლევილის მამულში ქართული ხელოვნების და კულტურის ფესტივალი იწყება. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები და მოეწყობა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები. საქართველოდან ემიგრირებული მთავრობის მიერ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეძენილი მამულები, რომელიც საქართველოს საკუთრებაში 2016 წელს გადმოეცა, მრავალფეროვანი პროგრამით ჩასულ ქართველ ხელოვანებს ივლისის ბოლოდან უმასპინძლებს.

თბილისის გარდა საფრანგეთში სპეციალურად ფესტივალისთვის ქართული ანსამბლები რეგიონებიდანაც მიემგზავრებიან. დაგეგმილია რამდენიმე პრემიერაც. ლევილის მამულებში ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი 27 ივლისიდან ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. მასშტაბური ღონისძიება კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდება.