ლევან ვასაძის ვიდეომიმართვა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მადლობას უხდის იმისთვის, რომ „თბილისი პრაიდის“ გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. ამის შესახებ ვასაძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა შეასრულა და იმედია, მომავალ დღეებშიც ასე გაგრძელდება.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ საპასუხო ნაბიჯს გადადგამს და მხარდამჭერებს კომბლების სხვენში შეწყობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ისინი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ მსვლელობაზე არა კომბლებით, არამედ თეთრი ცხვირსახოცებით მივლენ.