ლევან ვასაძის მხარდამჭერი ადვოკატების განცხადება

ადვოკატები, რომლებიც ლევან ვასაძის მხარდამჭერების დასაცავად საინიციატივო ჯგუფში გაერთიანდნენ, აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ თბილისში ლგბტქ მსვლელობის გამართვას. ადვოკატი დავით ცინცქილაძე აცხადებს, რომ ე.წ. ლეგიონი და მსგავსი ტიპის დაჯგუფებები ამ დრომდე არ შექმნილა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ჩამოყალიბდება.

რა არის მათი სამოქმედო გეგმა და როგორ აღკვეთენ მსვლელობას, არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ძალადობას ემიჯნებიან, ძალადობის ფაქტების შემთხვევაში კი პასუხისმგებლობას არა საკუთარ თავზე, არამედ ხელისუფლებას დააკისრებენ.