ლევან ვასაძის გამოკითხვა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიციის სამმართველო ცხრასაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვასაძეს არ უსაუბრია, მან ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. მისივე განცხადებით, საგამოძიებო უწყებას მიაწოდა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ აინტერესებდათ.

ლევან ვასაძე საგამოძიებო უწყებაში იმ გამოძიების ფარგლებში დაიკითხა, რომელიც შსს-მ 17 ივნისს უკანონო ფორმირების შექმნის საქმესთან დაკავშირებით დაიწყო.