ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. განცხადება ამის შესახებ მან პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გააკეთა.

სამართალდამცავ უწყებაში ის გამოკითხვაზე დაიბარეს.

შეგახსენებთ, ვერის ბაღში ვასაძის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას გულისხმობს.

პოლიციის სამმართველოსთან გიორგი კობერიძე მუშაობს.