ლევან ვარშალომიძე აჭარაში დაბრუნდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბათუმში დაბრუნდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფება. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ რუსული ოცნების მოსაშორებლად აჭარაში ჩამოდის.

შეგახსენებთ, ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ერთიანი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, პირად კომფორტზე უარს აცხადებს და საქართველოში არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ეს ინფორმაცია ლევან ვარშალომიძემ „მოამბეს“ დაუდასტურა და განაცხადა, რომ კენჭს ბათუმში იყრის.