ლევან მაჭავარიანის წერილი
აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა „ენჯეოებმა“ და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა, უსამშობლობის გარდა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობაც სრული მასშტაბით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე გამოავლინეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
მაჭავარიანის განმარტებით, უკრაინას ომის დაწყებისას, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ნატო-ში და ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ, რაც ომის დაწყებიდან მეხუთე წელს არ შესრულებულა.