ლევან მაჭავარიანის წერილი – გამოხმაურებები

15:05, 28.09.2026

უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციის სხვადასხვა კონფიგურაციაზე და ამის მიზეზებზე საუბრობს. „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ, – წერს დეპუტატი.

„მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს. ასეთია „გახარიას პარტიაც,“-  მიიჩნევს მაჭავარიანი.

მისი შეფასებით, 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ. ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო. სწორედ ამიტომ  გახარიას პოზიცია „დამხობის აქციაზე“ არმიერთებას გულისხმობდა. მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ოპოზიციის ყველა ეს კონფიგურაცია კარგად აქვს გაშიფრული და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „ლელოს“ გაუნახევრდა, ხოლო გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს 2024 წლის არჩევნებთან შედარებით.

მსგავსი