ლევან ხაბეიშვილის ვიზიტი აშშ-ში

შიდა პარტიული კრიზისის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ.

აშშ-ში იმყოფებიან თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი. ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრნენ და პოლიტიკური პარტიების ფორუმს დაესწრნენ. ვიზიტის მთავარ მიზნად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის ზრდა სახელდება. ვაშინგტონიდან ხაბეიშვილის განცხადებებს და გზავნილებს თბილისში არასერიოზულად აღიქვამენ.