ლევან ხაბეიშვილის განცხადება - შეფასებები

ვის რა სტრატეგია და გეგმა აქვს თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე? „ნაციონალური მოძრაობა“ კვალავ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოსავალი მხოლოდ ეს არის და რეჟიმის დემონტაჟი ქუჩაში მშვიდობიანად უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილმა.
„პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია!!! არანაირი მესამე გზა არ არსებობს!!!“ – წერს ხაბეიშვილი.  მისივე თქმით, ის უერთდება პაატა ბურჭულაძის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას. ხაბეიშვილის ამ განცხადებას დღეს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, მიზანი ერთია – ხელისუფლების დამარცხდება, თუმცა, ამის განხორციელების ხედვა და სტრატეგია „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული აქვთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი გუნდის განცხადებით, არავის მისცემენ ქვეყანაში არეულობის უფლებას და ნებისმიერ უკანონო ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.