ლევან ხაბეიშვილის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, გიული ალასანიამ და პარტიის ლიდერებმა, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად, ვარშავაში, პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე პატივი მიაგეს სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამასთან, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში 10 დღის წინ დაიგეგმა და ვიზიტი სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს ეხება. „ვწუხვარ, გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და შესაბამისად, უმარტივესად შეეძლო ენახა, იმ ადამიანებს ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა“.- წერს ლევან ხაბეიშვილი.