ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგი

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუალედური ანგარიში წარადგინა.

დეტალებზე დღეს პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა. ლევან ხებეიშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები, მომზადდა შუალედური ანგარიში, სადაც სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია. მისი განმარტებით, დასკვნით იკვეთება დაგვიანებული რეაგირება და კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც საქართველოს მოქალაქეები შეეწირნენ. მისი თქმით, საზოგადოებას სჭირდება შოვის ტრაგედიაზე პასუხები.