ლევან იზორია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია გასაოცარია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-სთვის, – ამის შესახებ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა ავღანეთში განაცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა.

მისი თქმით, საქართველო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტინგენტით არის წარმოდგენილი, რამაც ხელი შეუწყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და ბოლო 17 წლის განმავლობაში, ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას.

ამერიკელ გენერალთან საუბრისას ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.