ლევან იზორია: მონტენეგრო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია

„მონტენეგრო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია“ – ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ლევან იზორია მონტენეგროელ კოლეგას შეხვდა. მინისტრებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ნატოსა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი გაფართოებულ ფორმატშიც განაგრძეს. მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მონტენეგროს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდება.