ლევან იზორია აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ რობერტ ნელერს შეხვდა. მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან იზორიამ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრაზე სურვილი გამოითქვა, რომ ეჯაილ სპირიტს საზღვაო კომპონენტიც დაემატოს. თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სტუმარს კათოლიკური შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.