საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით პეკინში იმყოფება. ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცეპრემიერთან, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ გახსნაში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი, პროფილური ღონისძიებაა მსოფლიოს მასშტაბით როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორების თანამშრომლობის განვითარებისთვის. ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ასევე შეხვდა ჩინეთის სახალხო ბანკის, „ჰუავეის“, მსხვილი ავიაკომპანიებისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს.