ლევან ბეჟაშვილის ბრიფინგი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. ცვლილებით, საქართველოში შემოსულ რუსეთის ყველა მოქალაქეს უნდა დაეკისროს საოკუპაციო შენატანის გადახდა. სრულწლოვანი პირებისთვის საზღვარზე გადასახდელი თანხა პროექტის მიხედვით, 1000 ლარია. არასრულწლოვნებისთვის კი საოკუპაციო შენატანის თანხა ნახევრდება. ცვლილებები ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე არ გავრცელდება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა დევნილთა დახმარების ფონდში უნდა ჩაირიცხოს და იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხმარდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს.