ლეონიდ სლუცკის განცხადება

რუსი დეპუტატი, ლეონიდ სლუცკი ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მან აღნიშნა, რომ „ვიქტორ მედვედჩუკის „აზოველებში“ გაცვლის შესაძლებლობას შეისწავლიან“. ის ამბობს, რომ ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილია: „აზოველების“ არანაირი გაცვლა არ უნდა მოხდეს, მათი ბედი ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს“, – აღნიშნულია „ტელეგრამში“, სლუცკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.