„ლეოგრანდის“ საქმე

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ უკვე გამოაცხადა. თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სასტუმროში ტექნიური მენეჯერი იყო, 5 წელითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მენეჯერის პიზიციაზე მუშაობა ორი წლითაც აეკრძალა. მეორე დაკავებულის, გიორგი მიქელაძის ქმედება მოსამართლომ გულგრილობად გადააკვალიფიცირა და მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიქელაძე სასტმროში საწყობის ხელმძღვანელი იყო, სასამართლომ მიიჩნია რომ ის არ იყო სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.

გაასაჩივრებენ თუ არა მხარეები გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია.