„ლელოს“ შეხვედრა ამომრჩეველთან

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, საბურთალოს ოლქის მაცხოვრებლებს შეხვდა. პარტიაში აცხადებენ, რომ „ლელო საქართველოს“ მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეკონომიკის დინამიური ცვლილება და ადამიანის კეთილდღეობაა.

ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს ოლქში საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაიწყებს.