საჩივრების განხილვა საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქმებთან დაკავშირებით პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. პარტია საბურთალოს ოლქის ოქმების გადახედვას ითხოვდა. ლელოში ამბობენ, რომ ოქმებში ხმებისა და ხელმოწერების გასაჩივრებასაც გეგმავენ. პარალელურად, სასამართლოში სხვა პარტიების საჩივრებიც განიხილება.